ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, გამორიცხული არ არის, თბილისში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს. მისივე თქმით, თბილისში ინფიცირებულების ზრდასთან ერთად უკვე ძალიან ბევრი კერაა და მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირებები.
„სიმჭიდროვიდან გამომდინარე, თბილისში სულ გვეშინოდა, რომ მოიმატებდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ რეგულაციებს არ ვიცავთ. აუცილებელია, პირბადით სიარული და ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი. უნდა დავიცვათ სახე მთლიანად - ცხვირი, პირი. ვხედავთ, რომ ზოგს კისერზე აქვს, ზოგს მხოლოდ პირზე - ეს არასწორია“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
ინფორმაციისთვის: თბილისში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
14 ოქტომბრის სტატისტიკა:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 13521
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 7159
მათ შორის გარდაცვლილი - 109
კარანტინის რეჟიმში - 5590
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ