მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ენდელაძე: ვირუსის გავრცელება სტაბილიზაციისკენ მიდის და მას შევაჩერებთ

5f718cbc903f2
ინგა მურუსიძე
28.09.20 11:15
1006
"აჭარაში 175 ახალი ინფიცირებულია, თბილისში - 32", - ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ კორონავირუსის ახალი მაჩვენებლების გეოგრაფიულ სტატისტიკაზე ისაუბრა.

„ბოლო 24 საათში 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანი მატება არ გვაქვს. ამჟამად ქვეყანაში 3498 აქტიური შემთხვევაა, მათგან კრიტიკულად მძიმეა 25 პაციენტი, 22 მართვით სუნთქვაზეა.

რაც შეეხება ზოგადად გეოგრაფიულ სტატისტიკას - აჭარაში არის 175 ახალი ინფიცირებული, იმერეთში - 38, თბილისში - 32, გურიაში - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში - 11, ქვემო ქართლში - 7, კახეთში - 4. სამ გარდაცვლილს რაც შეეხება, მათგან ორი ბათუმში გარდაიცვალა, ხოლო ერთი - თბილისში", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფექციონისტის შეფასებით, ვირუსის გავრცელება სტაბილიზაციისკენ მიდის და მისი შეჩერება მოხდება, ვინაიდან ახალი შემთხვევები უკვე არსებულთა კონტაქტებს უკავშირდება.