მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაია - "ბოლოს დანფიცირებულთა წყარო ცნობილია და შიდა გავრცელება არც ერთი არ არის"

5e8ec441ba9aa
ინგა მურუსიძე
09.04.20 11:00
936
ბოლოს დანფიცირებულთა წყარო ცნობილია და შიდა გავრცელება არც ერთი არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტომა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულია 6 პაციენტი და სამი მათგანი გადაყვანილია ქუთაისში.

„გუშინ დილის შემდეგ დაგვემატა 6 პაციენტი და სულ 214 პაციენტი გვყავს დადასტურებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, შიდა გავრცელება არც ერთი არ არის და ყველას წყარო არის ცნობილი, 3 გადაყვანილია ქუთაისში. მძიმე პნევმონიით გვყავს 78 პაციენტი და მათგან 2 არის მძიმე. დაავადება პროგრესირებს, თუმცა იმედი გვაქვს, მათი მდგომარეობა დასტაბილურდება. ახალ შემთხვევებში არასრულწლოვნები არ არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა შესახებ დასმულ კითხვას, ეზუგბაია ამბობს, რომ დღეს განმეორებით ტარდება
ტესტი 10 შემთხვევაში.

„6 ახალია პაციენტია, როგორც შესაძლო შემთხვევა, ისტორიიდან გამომდინარე ვირუსი არ უნდა დადასტურდეს, თუმცა კვლევა უნდა ჩატარდეს, - განაცხადა ეზუგბაიამ.