მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაია: "კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო 5 პაციენტი აშშ-ის ახალი კლასტერიდანაა"

5e79ae43424fe
ინგა მურუსიძე
24.03.20 10:50
846
კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო 5 პაციენტი ამერიკის ახალი კლასტერია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და როგორც კი დაავადების სიმპტომები გამოვლინდა, საავადმყოფოს მიმართეს.

„გუშინ, 24 საათის განმავლობაში 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან 5-ზე მივიღეთ დადასტურებული შემთხვევა. ისინი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, სხვადასხვა ჯგუფია, მათგან ორი იმყოფებოდა ერთად, დანარჩენი ცალ-ცალკე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.