24.აგვისტო .2020 11:43

მარინა ეზუგბაია: covid-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან 5 იმპორტირებულია

views 329
უკან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, covid-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან, რომელიც დღეს დადასტურდა, 5 იმპორტირებულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, 5 იმპორტირებული შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„2 ახალი პაციენტის წყარო არის ლენჯერი, 2-ის - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 კი არის იმპორტირებული შემთხვევა და მათ შორის, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო 1 შემთხვევაზე კონტაქტების და წყაროს დადგენის მიზნით ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, - აღნიშნა მან.

ეზუგბაიას ინფორმაციითვე, კოვიდ-ცენტრებში 267 პაციენტს მკურნალობენ;  მათგან 5 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენის კი - საშუალო სიმძიმის.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღეს 10-ით 1421-მდე გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათში covid-19-ისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა