მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი

5f5b75a3da2e3
ინგა მურუსიძე
11.09.20 19:35
982
"თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, როგორც ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება",  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქით, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.