მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაია: ინფექციურში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ 1 პაციენტი რჩება

5e89817bddd2f
თელარა გელანტია
05.04.20 10:51
1058
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ 1 პაციენტი რჩება, ოთხის მდგომარეობა კი, სტაბილურია.

„კრიტიკულ პაციენტად ვაფასებთ 1 პაციენტს. დანარჩენი 4 პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივ, მძიმე პაციენტები არიან“, - განუცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ინფექციურში რჩებიან არასრულწლოვნებიც.

„2 არასრულწლოვანია და მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ, ისინიც დატოვებენ კლინიკას გამოჯანმრთელებულები“, - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

ინფექციურის კლინიკური დირექტორის ცნობითვე, დღეს დილით ტესტი 15 პაციენტს გაუკეთეს.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი 170-მდე გაიზარდა.