09.მარტი .2020 11:04

მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს

views 636
უკან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ორი ახალი პაციენტიდან ერთი არის მეოთხე პაციენტის კლასტერში კონტაქტში მყოფი პიროვნება. მეორე შემთხვევა არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხშირი კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ვერ გეტყვით, შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთიდან ჩამოტანილ შემთხვევად თუ იტალიელებთან კომუნიკაციით გავრცელებულად. ისინი ბინიდან არიან მოსულები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მეოთხე მძიმე პაციენტი, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, ცხელება გრძელდება.

„მეოთხე მძიმე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე არც ერთი ინფიცირებულის შემთხვევაში, მათ  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაავადებას ახასიათებს პროგრესირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ის საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მოგზაურობის შემდეგ ორი კვირა იყვნენ თვითიზოლაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა