მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორივე პაციენტი თვითიზოლაციაში იყო

5e7c4f126b543
ინგა მურუსიძე
26.03.20 11:00
956
ორი ახალი პაციენტიდან ერთი ჩამოსულია საფრანგეთიდან და ხოლო მეორე დადასტურებული პაციენტის კონტაქტია და ორივე თვითიზოლაციაში იყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ დამატებული 5 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ახალი პაციენტი ზუგდიდში იმყოფება.

"ხოლო ჩვენთან მყოფი პაციენტის ისტორია უკავშირდება ამერიკის ისტორიის პაციენტთან კონტაქტს. ჩვენ გვყავდა სამი მძიმე პაციენტი, ხოლო გუშინ დაგვემატა ერთი ახალი, რომლის მდგომარეობა არის მძიმე. მას აქვს ორმხრივი მძიმე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობით, ამას ემატება ანემია, რკინა-დეფიციტური უკმარისობის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელი დღის შემდეგ სიტუაცია სტაბილურია, ვითარება არ გაუარესებულა. დანარჩენ სამ პაციენტს რაც შეეხება, მათგან ერთთან სიტუაცია სავარაუდოდ გადაილახა, ასაკიან ქალბატონთან მძიმე მდგომარეობა რჩება და პროგნოზი კვლავ სერიოზული რჩება. მესამე მძიმე პაციენტთან დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 77-მდე გაიზარდა.

როგორც stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათგან გამოჯანმრთელებულია 10 მოქალაქე.

ამასთან, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.