მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

5f43643376c70
თელარა გელანტია
24.08.20 10:52
1632
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

შეგახსენებთ: შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 3-ის მდგომარეობა კი, მძიმეა.