16.მარტი .2020 10:49

მარინა ეზუგბაია: "პნევმონია კორონავირუსით ინფიცირებულ 8 პაციენტს აღენიშნება"

views 313
უკან

ინფექციურ საავამდყოფოში პნევმონია კორონავირუსით ინფიცირებულ 8 პაციენტს აღენიშნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ, მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი 4-ის - მსუბუქად და სტაბილურად.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთან 45 პაციენტი წევს, მათგან 28 არის ინფიცირებული კორონავირუსით. 28 პაციენტიდან უკვე გვყავს 8 პაციენტი პნევმონიით, მათგან 4 მძიმე პნევმონიით ფასდება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. მთავარი ახლა არის, რომ დანარჩენ ოთხ შემთხვევაში პნევმონია საშუალოა და იმედია ასეც იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება არასრულწლოვან პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 33 მოქალაქე.