მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაიაც ადასტურებს, რომ სამედიცინო ეკიპირების 2 კვირის მარაგი აქვთ

5e8836a5d7aff
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 11:33
5974
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის, 2 კვირის საკმარისი სამედიცინო ეკიპირება აქვთ, მაგრამ დამატებით მარაგებს ელოდებიან.

ასე უპასუხა ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სამედიცინო ეკიპირების მარაგებს შეეხებოდა. კერძოდ, მედია დაინტერესდა, მართლა 2 კვირის მარაგი აქვთ თუ არა კლინიკებს.

საქმე იმაშია, რომ გუშინ tv „პირველის“ ეთერში როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, სამედიცინო ეკიპირების „რეზერვი საკმარისი არ არის“.

მარინა ეზუგბაიამაც აღნიშნილი, ფაქტობრივად, დაადასტურა, მაგრამ დასძინა, რომ "2 კვირაში შემდეგი 2 კვირის ეკიპირებას მიიღებენ".

„სამედიცინო ეკიპირება კიდევ კარგი 2 კვირის გვაქვს დარჩენილი და ამ ორ კვირაში მივიღებთ შემდეგი 2 კვირისას და ა.შ.“, - განაცხადა ეზუგბაიამ.