04.აპრილი .2020 11:13

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურში 1 კრიტიკული და 4 მძიმე პაციენტია

views 233
უკან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში განთავსებულია 39 პაციენტი, რომელთაგან 1 გამოჯანმრთელდა და დღეს დატოვებს კლინიკას. დანარჩენი პაციენტებიდან კი, 1-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 4-ის კი - სტაბილურად მძიმე.

„გუშინ, როგორც გითხარით, 1 პაციენტზე ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი და ის დღეს დატოვებს ცენტრს. ამ დროისთვის, ჩვენთან 39 ინფიცირებულ პაციენტს ვმკურნალობთ; ის 1 რომ გაეწერება, დარჩება 38. პაცინეტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია იმ თვალსაზრისით, რომ კრიტიკული ორი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკული მდგომარეობა სტაბილურია და, ჯერჯერობით, კვლავ მძიმედ რჩება ანუ 1 კრიტიკული გვყავს და დანარჩენი 4 მძიმე პაციენტი; ისინი ინტენსიურ კლინიკურ მეთვალყურეობას საჭიროებენ. ვნახოთ,შეიძლება ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირებაც შესაძლებელი იქნება,რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

მისივე ინფორმაციით, ინფექციურში კორონავირუსზე 2 ექიმის გამოკვლევა მოხდა ორივეს შემთხვევაში, პასუხი ნეგატიური იყო. რაც შეეხება ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, მარიან ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა