მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაიას პროგნოზით, დღეს გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გაიზრდება

5e8985aec71dc
თელარა გელანტია
05.04.20 11:13
1558
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის განმავლობაში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა გაიზრდება.

„გუშინ დილით 158 პაციენტი იყო დადასტურებული. დღეს დილისთვის 170 გახდა. ამ 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36, აქედან 25 ჩვენი პაციენტია. ჩვენი კლინიკის გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით, საღამოს ინფორმაციას მოგაწვდით“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს, რაც 1-ით მეტია გუშინდელთან შედარებით. ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებითვე, კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ 1 პაციენტი რჩება, ოთხის მდგომარეობა კი, სტაბილურია.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი 170-მდე გაიზარდა. გვყავს 36 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ვირუსმა გუშინ 1 მოქალაქე იმსხვერპლა.