07.აგვისტო .2020 15:43

მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს მიაღწია

views 801
უკან

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, ეს ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ 100 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მარკ ცუკერბერგის ქონებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს მას შემდეგ მიაღწია, რაც მისი კუთვნილი სოციალური ქსელის Facebook-ის აქციების ღირებულება გაიზარდა.

მარკ ცუკერბერგზე მეტი ქონების მფლობელი ამ ეტაპზე Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის მფლობელი ბილ გეიტსია.

გამოცემის მიხედვით, Facebook-ის აქციების ფასი 6.5%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც დონალდ ტამპმა განაცხადა, რომ გასართობ აპლიკაცია TikTok-ს 45 დღის განმავლობაში აკრძალავს.

Facebook-ი აცხადებს, რომ სოციალური პლატფორმა სულ უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლთა შორის და პლატფორმას, WhatsApp-ისა და Instagram-ის ჩათვლით, 3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

კომპანია ასავე აცხადებს, რომ Facebook-ის ქსელი განსაკუთრებით მოთხოვნადი პანდემიამ გახადა და წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციებზე ფასი 30%-ით გაიზარდა, რამაც მარკ ცუკერბერგს 22 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა