მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა

6280821a968af
თამთა ჯიჯავაძე
15.05.22 08:59
1372
უკრაინა ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გახდა. ფინალური კონცერტი იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდა.

წელს ამ ქვეყნიდან ჯგუფი Kalush Orchestra მონაწილეობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯგუფს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ 2003 წლიდან უკრაინის ეს მესამე გამარჯვებაა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ერთ დღეს, ევროვიზიას საპორტო ქალაქ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ევროვიზიის ფინალი უკრაინაში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ წელს, ევროვიზიის პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus კი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.