მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Marks&Spencer-ი საფრანგეთში სასურსათო მაღაზიების 11 ფილიალს დახურავს

614329badcc15
ნათია თაქთაქიშვილი
16.09.21 22:00
778
Marks&Spencer-ი საფრანგეთში სასურსათო მაღაზიების 11 ფილიალს დახურავს, როგორც კომპანია ამბობს, ამის მიზეზი პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია, რისი გამომწვევი მიზეზიც „ბრექსიტი“ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია იძულებულია მაღაზიები მიმდინარე წლის ბოლომდე დახუროს. Marks&Spencer-ის თქმით, მათ პრობლემები პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დატოვებისთანავე დაიწყო, რადგან შეუძლებელი გახდა კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდება მაღაზიებისათვის.

„M&S-ს საფრანგეთის ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა დღეს ჩვენი ქსელის ოპერირებას საფრთხე ემუქრება, რადგან ვეღარ ვახერხებთ ახალი და გაყინული პროდუქციის ხარისხიანი ფორმით მიწოდებას, რაც ჩვენს ბიზნესს საქმიანობაზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა პოლ ფრისტონმა, M&S-ის საერთაშორისო მენეჯერმა.

M&S-ის საერთაშორისო მენეჯერის თქმით, კომპანიას „ბრექსითის“ შემდეგ პრობლემები საფრანგეთის ბიუროკრატიული კანონების გამო შეექმნა, რის საფუძველზეც პროდუქცია საზღვარზე დიდი ხნის განმავლობაში ყოვნდება.