25.სექტემბერი .2019 16:18

მარნეული-ხაიშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

views 172
უკან


მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზაზე, მარნეული-ხაიშის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

არსებული ამორტიზებული გზა, ქალაქ მარნეულის ცენტრიდან სოფელ ხაიშამდე, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში, გაძლიერდა საგზაო კონსტრუქცია და დაიგო 2-ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები. ასევე, დასრულდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაო და მოწესრიგდა სანიაღვრე არხები.

პროექტის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებამ 4,7 მლნ ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა