მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულიდან და ბოლნისიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებს სატვირთო მანქანები გამოიტანენ

5e7b4d1ac53ff
ინგა მურუსიძე
25.03.20 17:00
777
პრემიერის მრჩევლის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და სავარაუდოდ მარნეულსა და ბოლნისში შესული სატვირთო მანქანები, იქიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებს გამოიტანენ.

როგორც სუბარმა განაცხადა, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყოველი შემთხვევისთვის ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონდეთ.

„მარნეულსა და ბოლნისში სურსათის მომარაგების პრობლემა არ არის. პირიქით, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები პროდუქტის გამოტანისას. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს და გადაწყვეტილებაც ალბათ ასეთი იქნება, რომ ავტომანქანა, რომლითაც შევა სურსათი, დაიტვირთება და სოფლის მეურნეობის პროდუქციას გამოიტანს. ეს ყველაფერი ისე მოხდება, რომ ადამიანებთან შეხება არავის ექნება.

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მოიხმარენ სწორედ მარნეულიდან ჩამოტანილ მწვანილს, კარტოფილს თუ სხვა პროდუქტებს, არანაირი საფრთხე ამაში არ არსებობს. ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყოველგვარი ეპიდემიის და პანდემიის გარეშე ყველა რეცხავს და ახლაც იგივე უნდა გავაგრძელოთ. შეიძლევ ვიღაცამ ეს უფრო გულიანად გააკეთოს ახლა, მაგრამ ინფორმაცია მე მრავალჯერ მაქვს გადამოწმებული ჯანდაცვის ექსპერტებთან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.