მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს პროდუქტებით სპეციალური ჯგუფი მოამარაგებს - პრემიერი

5e77dafae32fe
თელარა გელანტია
23.03.20 01:37
1138
“შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა რამდენიმე საათის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის. მიზეზი ადგილობრივი, მარნეულელი ქალბატონის კორონავირუსით ინფიცირებაა. არსებული ინფორმაციით, პირს კონტაქტი ჰქონდა 80-ზე მეტ ადამიანთან.

გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამართალდამცველებისა და მედიკოსების გარდა, სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებს პროდუქტით მოამარაგებს.

„დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ სამართალდამცველების, რომლებმაც ადგილზე სიწყნარე უნდა უზრუნველყონ, ისევე როგორც შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროდუქტებით მომარაგება, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური შრომის, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მარნეულის და ბოლნისის რეგიონიდან სხვა რეგიონებში გამოტანა. ამას ყველაფერს დავალაგებთ ღამის განმავლობაში და დილით ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ, მხოლოდ ის, რომ ვერ შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება და მათ ესტუმრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენები და მათივე უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.