მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

5e79bbd3f0222
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 12:30
1774
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი თავის სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე ადგილობრივებს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები და აირიდოს ვირუსის ფართოდ გავრცელება.

BM.GE თამაზ ნავერიანის მიმართვას უცვლელად - ორივე ენაზე გთავაზობთ:

„ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე , როგორც დანარჩენი საქართველოს რეგიონები, დიდი გამოწვევის წინაშეა.

უხილავ მტერთან, კორონა ვირუსთან ( COVID-19) ბრძოლა, ცხადია, დიდ რესურსებს მოითხოვს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარებით უნდა შევაჩეროთ ამ ეტაპზე ვირუსის მასობრივი გავრცელება.
ვირუსის გავრცელების ყველა ეტაპზე სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული.

პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, და არც ამის მიზეზები არ არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე.
სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას - დავრჩეთ სახლში;

მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი- დეპუტატი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათიან რეჟმში ვიმუშავებ იმისთვის, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტიანად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება.

ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება.
მოგიწოდებთ ჩემო მარნეულელებო, რომ დარჩეთ სახლში და ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება;

Mənin dəyərli həmvətənlilərim, bu gün Marneuli Gürcüstanın digər regionları kimi görünməz düşmən olan korona virusun ( COVID-19) kimi böyük problem qarşısındadır, mübarizə aydındır ki, resusrlar tələb edir. Qeyd olunan vəziyyətdən dolayı dövlət Marneulidə və Bolnisidə böyük epidemeloji riskə görə virusun yayılmasının qarşısını almaq üçün fövqalaqə vəziyyət çərçivəsində sərt karantin qadağaları qeydə aldı.

Bu o deməkdir ki, hakimiyyət üçün əsas məqsəd vətəndaşların sağlanlığına qayğı göstərmək və tam da bu məqsəd ilə yuxarıda qeyd oluna tədbirlərin keçirilməsi ilə bu mərhələdə virusun miqyaslı yayılmasının dayandırmalıyıq. Virusun yayıldığı hər bir mərhələdə dövlət lazımlı hərşeyi edib və edir ki, əhali və hərbir vətəndaş maksimal şəkildə qorunsun. Panikaya ehtiyac həqiqətəndə yoxdur, buna heç bir səbəbdə yoxdur, sadəcə ehtiyat etmək lazımdır.

Ehtiyyat isə ən böyük tövsiyəyə evdə qalmağa rəayyət etmək deməkdir. Mən bu Bələdiyyənin Parlamentdə majoritar deputatı olaraq mərkəzi və yerli hakimiyyət nümayyəndələri ilə birlikdə 24 saatlıq rejimdə çalışacağıq ki, fövqaladə rejim vəziyyətində mövcud olan bütün problemlər effektli şəkildə aradan qaldırılsın.
Bu zamanda isə bizlər vətəndaşlıq cavabdehliyimizi daha da yüksək şəkildə yerinə yetirməliyik. Xahiş edirəm ki, əziz marneulililər evdə qalın və bu şəkildə virusun yayılmasının qarşısını alaq.“