03.აპრილი .2020 18:05

მარნეულის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს

მარნეულის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს
views 1699
უკან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა.

როგორც bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს.

"საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა გაიარა", - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა