მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინს თავდაცვის სამინისტროს ძალებიც გააკონტროლებს

5e7848e175182
დავით ჯალაღონია
23.03.20 09:15
1049
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სამინისტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.