23.მარტი .2020 11:54

მარნეულში 150-ადგილიანი საველე ჰოსპიტალი მოეწყობა, კარვების გაშლა დაიწყო

views 258
უკან

მარნეულში 150-ადგილიანი საველე ჰოსპიტალი მოეწყობა, კარვების გაშლა დაიწყო - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განუცხადა, რომელიც მარნეულში იმყოფებოდა.

"მე ვიყავი შტაბში, რომ ადგილზე მენახა სამუშაოები. ჩემი გზა იყო ასეთი - მივედი შტაბში და გამოვედი, სხვაგან არსად გადავსულვარ.

ამ წუთებში საველე ჰოსპიტალი კეთდება, ადგილი სუფთავდება, სადაც დაიდგმება კარვები, რადგან საავადმყოფოში არის ამ წუთისთვის საკმარისი ადგილები, მაგრამ რა წამსაც ეს ადგილები საკმარისი არ იქნება, დაახლოებით, 150-ადგილიანი საველე ჰოსპიტალი იქნება დამხმარედ, "ჯეო ჰოსპიტალსის" ტერიტორიაზე", - განმარტა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება მარნეულში არსებულ ვითარებას, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ადგილზე სრული სიმშვიდეა.

"მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ეს მათი უსაფრთხოებისთვის კეთდება", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა