მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულში ინფიცირებული პირის, დაახლოებით, 1700-მდე კონტაქტი იკვეთება - აკაკი ზოიძე

5e78ab4581cf8
ინგა მურუსიძე
23.03.20 16:36
5766
ჯანდაცვის სპეციალისტ აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი.

მისივე თქმით, უჰანის მაგალითიდან შეიძლება ითქვას, რომ თეორიულად შეიძლება არსებობდეს 540 ინფიცირებული.

"მარნეულის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. ერთი დაინფიცირებული ქალბატონის 90 კონტაქტიდან იკვეთება, დაახლოებით, 1700-მდე კონტაქტი. შეიძლება ამ ადამიანებიდან კონტაქტი იყო წამიერი და იქ პრობლემაც არ შეიქმნას, თუმცა მთავარია, რომ არსებობდეს ტესტები, რათა ყველა შემოწმდეს. ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭიროა, მხოლოდ ტესტირებას აზრი არ აქვს, თუკი შემდგომ იზოლაციის მიზნით არ იქნება შემდგომი ზომები მიღებული", - განაცხადა ზოიძემ.