მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულში მოსახლეობის ტესტირება იწყება

5e788505c1d76
ეკა ბაშარული
23.03.20 13:42
1110
დაახლოებით, 15:00 საათისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ტესტირების პროცესი დაიწყება, - განუცხადა bm.ge-ს მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა.

დეპუტატის განმარტებით, პირველ რიგში მუნიციპალიტეტში იმ მოქალაქეების ტესტირება მოხდება, რომელთაც მარნეულში მცხოვრებ იმ მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც გუშინ საღამოს ახალი კორონავირუსი დაუდგინა. „ამის შემდეგ კი ყველა იმ მაცხოვრებლის ტესტირება დაიწყება, რომელთაც რაიმე სიმპტომი აღენიშნებათ“, - განაცხადა დეპუტატმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 140 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მთავრობის გადაწყვეტილებით, გუშინ ბოლნისის რაიონთან ერთად საკარანტინე ზონად გამოცხადდა.