მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირმა ფასიანი ავტოსადგომი მოაწყო და ქირას არ იხდის - აუდიტი

622ccb22d3c29
ელენე გოგბერაშვილი
12.03.22 23:07
1314
აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მდგომარეობაც. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, გამოვლინდა 40 შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ქონებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ.

"ქონება უკანონოდ გამოიყენება ძირითადად კომერციული საქმიანობისათვის ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. აღნიშნულ პირებთან არ არის გაფორმებული შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებები და არ ხორციელდება ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზება, კერძოდ:

მოპოვებული ინფორმაციით გამოვლინდა 25 შემთხვევა, როდესაც თვითნებურად დაკავებულია 512,879 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა, აღნიშნული მიწებით წლებია, უკანონოდ სარგებლობს მოსახლეობა, თუმცა საკითხის სამართლებრივი დარეგულირებისთვის, მუნიციპალიტეტის მიერ რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა;

ასევე ქ. მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 2.9
ათასი კვ.მ 56 ფართი გამოიყენება უნებართვოდ, ფასიან ავტოსადგომად. ფართით მოსარგებლე პირი არ იხდის ქირას და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შემოსავალს. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, გაცემულია ფართი,57 1 კვ.მ წლიური ღირებულებით − 16 ლარი, რომელიც გამოიყენება ფასიან ავტოსადგომად.

განუკარგავი ტერიტორიის იჯარით, თუნდაც 16 ლარად გაცემის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი წლიურად 46.2 ათას ლარს მიიღებდა, ხოლო ელექტრონული აუქციონის გამოყენების შემთხვევაში − გაცილებით მეტს"-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

დადგინდა ისიც, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ზოგიერთ ქონებას არაუფლებამოსილი პირები იყენებენ კომერციული დანიშნულებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კერძოდ: ქ. მარნეულში, არაუფლებამოსილი პირების მიერ მუნიციპალურ ფართებში განთავსებულია 3 სავაჭრო ჯიხური, მოწყობილია გარე ვაჭრობა, სამკერვალო და გარე განათების ბოძები გამოყენებულია საკომუნიკაციო მომსახურებისთვის; აგრეთვე, კერძო პირს უნებართვოდ აქვს შემოღობილი ფართი და ეწევა კომერციულ საქმიანობას; სოფელ ხოჯორნში ფუნქციონირებს მაღაზია, ხოლო სოფელ სადახლოში − კვების ობიექტი.

"არაუფლებამოსილი პირების მიერ მუნიციპალური ქონების კანონშეუსაბამო გამოყენების შესახებ დაფიქსირებული იყო წინა აუდიტის ანგარიშში, შესაბამისად, მერია ინფორმირებული იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, სათანადო რეაგირება არ განახორციელა და ფაქტები კვლავ მეორდება. გარდა ამისა, 2019 წელს მერიამ აღნიშნული ფართების ნაწილი შეაფასებინა კერძო აუდიტორს, საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის მიზნით, თუმცა ქონება იჯარით არ გაუცია. არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის პროცესი წარიმართა არა მუნიციპალიტეტის, არამედ კონკრეტული პირების
ინტერესებიდან გამომდინარე, რის შედეგად ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.

მერია საიჯარო თანხებს სრულად ვერ იღებდა საიჯარო ხელშეკრულებების პირობებშიც. 2019-2020 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედებდა 34 საიჯარო ხელშეკრულება. შესწავლით ირკვევა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მოიჯარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და დროულად არ იხდიდნენ საიჯარო თანხებს. მიუღებელმა შემოსავალმა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 386.4 ათასი ლარი, მათ შორის, საურავმა − 120.6 ათასი ლარი",- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.