მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულში უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

5dbad372c932e
BM.GE
31.10.19 16:26
942
30 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში 9 740 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.

"აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქმის მასალები, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა", - აღნიშნულია განცხადებაში.