02.ივნისი .2020 17:35

Marriott-მა ჩინეთის მასშტაბით ოპერირება განაახლა

views 324
უკან

მსოფლიოში ცნობილმა სასტუმროების ბრენდმა Marriott-მა ჩინეთში ყველა სასტუმროს ოპერირება განაახლა. Marriott-ის ბრენდის ქვეშ, ჩინეთის მასშტაბით, დაახლოებით, 350-მადე სასტუმროა გაერთიანებული და მისი დატვირთვის მაჩვენებელი ამჟამად, დაახლოებით, 40%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Marriott-ის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოსთვის, როცა covid-19 პიკზე იყო, მათი სასტუმროების დატვირთვა ჩინეთში მხოლოდ 7%-ს შეადგენდა. 

როგორც Marriott-ის მენეჯმენტი აღნიშნავს, მათი ბრენდის სასტუმროებმა ოპერირება, ასევე, განაახლეს აშშ-ში, მაგრამ იქ სასტუმროების დატვირთულობა მხოლოდ 20%-ია.

სასტუმროების ჯგუფი, რომელიც Ritz-Carlton-ს, St Regis-ს და Sheraton-ს აერთიანებს, ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა ნაწილს სამუშაო გრაფიკი შეუმცირა, ხოლო ნაწილი შვებულებაში გაუშვა, რადგან მათი ვარაუდით, სასტუმროების ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს ოქტომბრის დასაწყისამდე არ დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა