მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Marriott-ს ჩინეთის ბაზარზე ჯავშნები 77%-ით გაეზარდა

60993bb4167a6
ნათია თაქთაქიშვილი
10.05.21 21:29
636
სასტუმროების ქსელის Marriott-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ჯავშნები ჩინეთის ბაზარზე 77%-ით გაიზარდა, კომპანიამ იმაზე ნაკლები მოგება მიიღო პირველ კვარტალში, ვიდრე ვარაუდობდა. თუმცა, მეორე მხრივ ცალკეულ ქვეყნებში მოგება გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის მოგება საერთო ჯამში 33%-ით შემცირდა და 296 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა ნაცვლად ნავარაუდები 305.6 მილიონი აშშ დოლარისა, ხოლო მოგებამ 2.32 მილიარდი აშშ დოლარი ნაცვლად წინასწარ ნავარაუდები 2.36 მილიარდი აშშ დოლარისა.

Marriott-ის ქსელის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ტონი კაპუანოს განცხადებით, მოლოდინების ცვლილება დანარჩენ ბაზრებზე არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია, რადგან მაგალითად აშშ-ში ჯავშნების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 46.3%-ით იყო შემცირებული.

„სასტუმროს ჯავშნებზე მოთხოვნა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ჯავშნების მაჩვენებლები ყველაზე მეტად ჩინეთის ბაზარზეა გაზრდილი, სადაც სასტუმროების დატვირთულობა თითქმის პანდემიამდელ მაჩვენებლებს უახლოვდება“, - განაცხადა ტონი კაპუანომ.

გამოცემა წერს, რომ Marriott-ის აქციებზე ფასი 2.6%-ით შემცირდა და ერთი აქციის ღირებულებამ 142.9 აშშ დოლარი შეადგინა.