მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Martex Academy - შენი გზამკვლევი ციფრულ სამყაროში! (R)

633c2a7ce5fb7
BM.GE
04.10.22 16:39
598
"მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA)“ შვილობილი ბრენდი, Martex Academy ქართულ ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა. Martex Academy ციფრული აკადემიაა, რომელიც UNDP-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა და მიზნად ისახავს ციფრული უნარების ამაღლების ხელშეწყობას და ციფრული განათლების პოპულარიზაციას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

SMEDA-ს მისიისა და მიზნების გათვალისწინებით განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა რეგიონებს, რადგან ასოციაციაში თვლიან, რომ ამ კუთხით ხელშეწყობა რეგიონებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, პრიორიტეტულია ისეთი პროფესიების დაუფლება, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ რეგიონის დატოვების გარეშე შეძლონ სასურველი და მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა და ისეთ სფეროებში განვითარება, რომელთა საჭიროება განსაკუთრებით იზრდება როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

სწორედ რეგიონებში ციფრული უნარების მხარდაჭერას ემსახურებოდა Martex Academy-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტი ხულოში, ქედასა და ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროექტის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩა 30 ახალგაზრდა, რომლებმაც სრულიად უფასოდ გაიარეს სოციალური მედია მართვისა და ციფრული უნარების კურსი. აკადემია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა დაეხმაროს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ციფრული უნარების განვითარებაში. კურსდამთავრებულებმა სტაჟირება გაიარეს SMEDA-ს პარტნიორ კომპანიებში, სულ რამდენიმე დღის წინ კი ბათუმსა და ლაგოდეში ჩატარებულმა მასშტაბურმა დასაქმების ფორუმებმა მათ საშუალება მისცა გაცნობოდნენ სხვადასხვა მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიების შემოთავაზებულ ვაკანსიებს და დასაქმებულიყვნენ როგორც ადგილობრივად, ისე დისტანციურად.

Martex Academy უკვე არსებულ ტრენინგებთან ერთად (სოციალური მედიის მართვა და ციფრული პროექტების მართვა), მომხმარებელს ეტაპობრივად შესთავაზებს სხვადასხვა თემატიკის, დიზაინისა და ხანგრძლივობის სასწავლო კურსებს, როგორც ციფრული მარკეტინგის, ისე IT მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ Martex Academy-ს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროფილი შესათავაზონ SMEDA-ს არსებულ წევრ და პარტნიორ კომპანიებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი წარმატებულად დასაქმების ალბათობას. ასევე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აკადემიას შეთავაზების მუდმივად განსხვავებული პირობები ექნება.
Martex Academy - შენი გზამკვლევი ციფრულ სამყაროში!