მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტის შემდეგ კორონავირუსი Amazon-ის 20,000 თანამშრომელს დაუდასტურდა

5f76ffb1a8b4f
ნათია თაქთაქიშვილი
02.10.20 18:15
879
მსოფლიოში ცნობილი ონლაინ გაყიდვების კომპანია Amazon-ი აცხადებს, რომ მარტის შემდეგ კორონავირუსი კომპანიის 20,000 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვი Amazon-ის თანამშრომელთა 1.44%-ია. აღსანიშნავია, რომ ონლაინ გაყიდვების კომპანია მის შვილობილ კომპანია Whole Foods-თან ერთად 1.37 მილიონ ადამიანს ასაქმებს.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ს ხშირად აკრიტიკებდნენ როგორც თანამშრომლები, ასევე, დასაქმებულთა უფლებების დამცველი ორგნიზაციები და აღნიშნავდნენ, რომ კომპანია თანმშრომელთა ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებდა.

თუმცა ონალინ გაყიდვების გიგანტი აცხადებს, რომ კომპანიამ კორონავირუსთან გამკლავება წარმატებით შეძლო და განაგრძო მუშაობა რეგულაციების გათვალისწინებით. შესაბამისად, Amazon-ი წარმატებით გაუმკლავდა გაზრდილ მოთხოვნას ონლაინ მომსახურებაზე, რაც ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იყო განპირობებული.

გამოცემის მიხედვით, მეორე კვარტლში კომპანიის გაყიდვები 40%-ით 88.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც Amazon-ის დაარსების დღიდან (1994 წელი) ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

კომპანია აცხადებს, რომ მის ოფისებში მსოფლიოს მასშტაბით რეგულარულად ტარდება ტემპერატურის გაზომვა, თანამშრომლები მარაგდებიან ნიღბებით და შენობები შესაბამისი წესების დაცვით მუდმივად მუშავდება.