"მართლა ამათი [ოპოზიციის] ბრალი კი არ არის, სტატუსი რომ არ მივიღეთ. ესენი ერთ-ერთი მონაწილეები არიან", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
"რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო იგივე პირობებით კანდიდატის სტატუსი, რა პირობებითაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს? - ბატონო ალექსანდრე, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მართლაც მაქსიმალური გავაკეთეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იმის გამო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, პრემიერ-მინისტრი ამაში რამდენიმე მხარეს ადანაშაულებს. მათ შორისაა ქართული ოპოზიცია, ევროპის სახალხო პარტია და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.
"მართლა ამათი [ოპოზიციის] ბრალი კი არ არის სტატუსი, რომ არ მივიღეთ, ესენი ერთ-ერთი მონაწილეები არიან. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა, პრაქტიკულად,ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. მე ვესაუბრე ძალიან ბევრ, მათ შორის სკეპტიკოსი ქვეყნების ლიდერებს. ასევე ბრიუსელში გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა და სიტუაციას თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად ვფლობდით. ვიცოდი რა ხდებოდა და რა განწყობები იყო.
განმარტებები იმისთვის არ გავაკეთეთ, რომ თავი ვიმართლო. ჩვენ ხალხს ვეუბნებით სიმართლეს. მართლა ამათი ბრალი კი არ არის ეს სტატუსი, ესენი ერთ - ერთი მონაწილეები არიან ამ მავნებლურ საქმიანობაში. ესენი, სახალხო პარტია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირდაპირ ღიად ვადებ ხელს, დიახაც! მე მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, რომ ისინი ითხოვდნენ დაჟინებით, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ფაქტი, რაც მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ნამდვილი მეგობრებისგან და არა დაქირავებული ლობისტებისგან", - განაცხადა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ