მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში BMG-ის მკითხველთა რაოდენობა 115%-ით გაიზარდა

5e85a9253ef3f
BM.GE
02.04.20 12:53
722
Google Analytics-ის მონაცემებით, 2020 წლის მარტის განმავლობაში ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ, კერძოდ კი უნიკალურ მკითხველთა რაოდენობამ 882,318 შეადგინა. ეს 2020 წლის თებერვალში არსებულთან შედარებით 114.9%-ით უფრო მეტია, ხოლო 2019 წლის თებერვალთან მიმართებით, ჩვენი ვებგვერდის მკითხველთა რაოდენობა 295%-ით არის გაზრდილი.

Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მკითხველებს გასული თვის განმავლობაში ჩვენს ვებგვერდზე 2,045,740 სესია ჰქონდათ. ეს მაჩვენებელიც თებერვალთან მიმართებით 148%-ით მეტია. ამ სესიების დროს ვებგვერდის ინდივუდუალურ გვერდებზე (ვიდეოებზე/სტატიებზე) განხორციელებული ნახვების რაოდენობა (Pageviews) 5,062,331-ს შეადგენს. ეს 2020 წლის თებერვალთან შედარებით 138%-ით მეტია, 2019 წლის მარტთან შედარებით კი 669%-ით მეტი.

2020 წლის მარტის განმავლობაში bm.ge-ის მომხმარებელთა განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ასეთია - მკითხველთა 87% - საქართველოდან; 4% - აშშ-დან; 1.6% - იტალიიდან; 1% კი გერმანიიდან სტუმრობდა ჩვენს ვებგვერდს.

რაც შეეხება ჩვენს Facebook გვერდს, 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით მისი "მომწონებლების" რაოდენობა 113,417-ს შეადგენს. გასული თვის განმავლობაში ჩვენი გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 9.7%-ით გაიზარდა.