30.აპრილი .2020 11:06

მარტში ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა

views 407
უკან

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების (ტურიზმის), ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

საქსტატის ინფორმაციით, მარტში მთელი 47%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და მან 2,426 შეადგინა. 

დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ კი 6.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 0.7%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც ეროვნული ბანკი 2020 წელს ეკონომიკის -4 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებენ. 2021 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 3%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა