მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ექსპორტის კლება მაღალია, აპრილი უარესი იქნება - ექსპორტის ასოციაცია

5e9ee42943269
ინგა მურუსიძე
21.04.20 16:15
1722
"თუ ვირუსს ასეთი განვითარება უნდა ჰქონდეს, რაც დღეს აქვს, საწარმოები უნდა გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა ჩამოგვექცევა", - ამის შესახებ bm.ge-ის "ექსპორტის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ განუცხადა.

„მოლოდინებსა და პროგნოზებზე საუბრისას ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მთავრობის ქმედებები, რადგან არ ვიცით, როდის შეიცვლება დამოკიდებულება საწარმოების მიმართ; არ ვიცით, როდის რა გაიხსნება. მოსავლის აღება იწყება უკვე რაგიონებში და არ ვიცით რა იგეგმება ამ საკითხთან მიმართებაში. არ გვაქვს მაჩვენებლები, თუ რის მიხედვით შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი. მსოფლიოში უკვე ნელ-ნელა დაიწყო შეზღუდვების მოხსნა, ვიცით, რომ ლოგისტიკის მიმართულებით არის სირთულეები, თუმცა ამ დროს საქართველოში არაფერი ვიცით. წინა დღით ვიგებთ როდის რა იხურება და როდის რა იზღუდება. ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ ვერც - ასოციაცია და ვერც - კომპანიები. რეალურად, არ ვიცით რა ხდება“, - განაცხადა ანა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება  იმას, რომ საქსტატის მონაცემებით, პირველ სამ თვეში საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირდა,  კვარაცხელიას შეფასებით, მარტში კლება ძალიან მაღალია და აპრილში ბევრად უარესი სიტუაცია იქნება.

„მარტში კომპანიები ჯერ კიდევ მუშაობდნენ და არსებული კონტრაქტებით ახერხებდნენ მიმწოდებას, თუმცა აპრილში უარესი იქნება, ხოლო მაისში საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს, რა იქნება. არანაირი პროგნოზის გაკეთების საშუალება არ გვაქვს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ანა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება რჩევა/რეკომენდაციებს, „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძალიან რთულია, საუბარი მხოლოდ ცალმხრივად.

"ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვიცით შიგნით რა ხდება, საზოგადოებას ანუ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია რეალურად. არ ვიცით, რა სიტუაციაა კომპანიებში, არ ვიცით, მათი შემოსავლები. ერთია, რას ამბობს კომპანია და მეორეა, რა იცის მთავრობამ. რეკომენდაციების გაცემა ერთია, თუმცა მეორეა, რა არის მთავრობის გეგმა, მათ შორის მედიცინის მიმართულებით. არ ვიცით, რა იგეგმება ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით. ჩემი მოსაზრებით, თუ ვირუსს ასეთი განვითარება უნდა ჰქონდეს, რაც დღეს აქვს, საწარმოები უნდა გაიხსნას, რათა ეკონომიკა და ელექტრონული კომერცია ამუშავდეს. შეიძლება, ხვალვე არ გაიხსნას მაღაზიები, რესტორნები და კლუბები, მაგრამ წარმოების გახსნა ამ მდგომარეობაში, სადაც ვართ, უნდა მოხდეს. თუ ვხედავთ ტრენდს, რომ მაჩვენებლები არ იმატებს, მაშინ წარმოება გასახსნელია, რადგან ასე წარმოუდგენელია ყოფნა, ეკონომიკა ჩამოგვექცევა. სახელმწიფო ხარჯი იგივე რჩება რაც იყო და შემოსავლების კუთხით საქმე ცუდად გვექნება, რადგან კომპანიები დახურულია. ჩემი რეკომენდაციაა, უნდა გაკეთდეს გეგმა, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას ეკონომიკა. მხოლოდ ჩაკეტვა გამოსავალი რა არის“, - აცხადებს ანა კვარაცხელია.