04.აპრილი.2016 11:11
ეკონომიკა

მარტში ფასები 0,3%-ით შემცირდა

მარტში ფასები 0,3%-ით შემცირდა
2016 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,3 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით წლიურმა ინფლაციამ 4,1 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 17,8 პროცენტით.
 
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მარტში, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,30 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების 10,0-პროცენტიანი შემცირებით. გარდა ამისა, შედარებით დაბალი ფასები დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,0 პროცენტი); მარტის თვეში ფასების 0,8-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,10 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასების 1,5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რამაც 0,10 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები ძირითადად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2,2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად მომატებული იყო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (18,7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (19,9 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,74 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13,4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (8,5 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,6 პროცენტი); ფასები 3,6 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,46 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-11,1 პროცენტი).

20.ივნისი.2019 17:20
242

თემურ ჭყონია: კალაძე მაგარი მერია.. დედას ვფიცავარ <VIDEO>

ვრცლად
20.ივნისი.2019 16:50
298

მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება ბიუჯეტს 30 270 ლარი დაუჯდა

ვრცლად
20.ივნისი.2019 15:45
591

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: არ მინდა, პარლამენტში რუსი დეპუტატების ხილვა

ვრცლად
20.ივნისი.2019 15:15
115

დამსაქმებელთა ასოციაცია: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი პროდუქციას გააძვირებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 14:50
755

„გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ ივანიშვილი მინისტრად საკუთარ სტომატოლოგს არ წარადგენდა“

ვრცლად
20.ივნისი.2019 14:20
192

GWP საოჯახო სასტუმროების მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს

ვრცლად