მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ფულადი გზავნილები 49%-ით გაიზარდა - ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც ფული გადმოირიცხა

60780b5fe0c0c
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.21 13:47
991
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის თანახმად, უმსხვილეს დონორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც გასულ თვეში საქართველოში 32.19 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. 

ქვყნები, საიდანაც მარტში საქართველოში ყვლაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

1) რუსეთის ფედერაცია 32.19 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.81%
2) იტალია 30.51 მილიონი დოლარი; ზრდა წინა წელთან 76.29%
3) აშშ 24.12 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 59.79%
4) საბერძნეთი 20.67 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 27.32%
5) ისრაელი 15.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.66%
6) თურქეთი 9.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.00%
7) უკრაინა 8.85 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 145.20%
8) გერმანია 8.41 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 70.19%
9) აზერბაიჯანი 7.33 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან  207.57%
10) ესპანეთი 4.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 41.43%
11) საფრანგეთი 2.93 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 75.33%
12) ყაზახეთი 2.38 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 95.50%
13) პოლონეთი 2.19 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.04%
14) გაერთიანებული სამეფო 1.89 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 22.61%
15) კანადა 1.82 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.61%

2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია.