მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში მსოფლიოს დიდი ნაწილი ომიკრონით დაინფიცირდება - The Lancet

61f01cf4d83a1
თათია კაკიაშვილი
26.01.22 00:05
5556
„2022 წლის მარტში მსოფლიოს დიდი ნაწილი ომიკრონით დაინფიცირდება,” - ამის შესახებ საერთაშორისო სამედიცინო გამოშვება The Lancet წერს. სამეცნიერო სტატიაში წერია, რომ COVID-19 ვაქცინაციის მაჩვენებლების მუდმივი ზრდა, ბევრ ქვეყანაში ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება და მოქალაქეებში ინფექციის შედეგად შეძენილი იმუნიტეტის მაღალი დონე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გლობალურად SARS-CoV-2-ის მიმართ იმუნიტეტს აამაღლებს, რამდენიმე კვირაში ან თვეში კი კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა მასშტაბურად შემცირდება.

მეცნიერების პროგნოზით, „ომიკრონის“ ტალღის გადავლის შემდეგ, მსოფლიოში ახალი კოვიდვარიანტები აუცილებლად გაჩნდება და ზოგიერთი შესაძლოა, „ომიკრონზე“ მძიმეც აღმოჩნდეს. სეზონურობის გათვალისწინებით კი ქვეყნები სხვადასხვა შტამით ინფიცირების პოტენციურ ზრდას, ძირითადად, ზამთრის თვეებში უნდა ელოდონ.

„SARS-CoV-2-ის მომავალი შტამების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სირთულე დამოკიდებული იქნება ვაქცინაციით ან ვირუსის წინა ვარიანტით გამომუშავებულ იმუნიტეტზე, თუმცა ამ დროისთვის ვაქცინაცია და სხვა ანტივირუსული საშუალებები ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკებს შეამცირებს. მომავალი ტალღების დროს ასევე აუცილებელი იქნება მაღალი ხარისხის ნიღბების გამოყენება და ფიზიკური დისტანცირება“, - წერია The Lancet-ის სტატიაში.