მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ქართული ბანკების აქტივები 58.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

6086a90d9bf43
BM.GE
26.04.21 16:05
534
საქართველოს საბანკო სექტორის ზომამ 2021 წლის მარტში 58.15 მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკის აქტივების ზომა მარტში 848.4 მილიონი ლარით გაიზარდა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მარტში ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობა 172.2 მილიონი ლარით 36.19 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა კი 600 მილიონით გაიზარდა და 39.03 მილიარდი ლარი შეადგინა.

დეპოზიტების სტატისტიკა:

"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი აპრილისათვის 36.19 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 172.17 მლნ ლარით, ანუ 0.48%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.84%-ით ნაკლები). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 443.33 მლნ ლარით, ანუ 2.59%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.94%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 615.51 მლნ ლარით, ანუ 3.25%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.96%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 36.54 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.82 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.34 პროცენტული პუნქტით).

მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.56% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.42%"- ნათქვამია ანგარიშში. 

კრედიტების სტატისტიკა:

"კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 600.66 მლნ ლარით (1.56%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 39.03 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.82 მლნ ლარით (1.84%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 287.83 მლნ ლარით (1.35%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.22%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.34%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.21%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08%-ით მეტი).

2021 წლის მარტის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 302.05 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 19.25 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.45 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.40 პროცენტული პუნქტით).,"- ნათქვამია ანგარიშში.