მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოს იმპორტი $100 მილიონით შემცირდა

5e9414d181490
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 11:36
1205
დღეს საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან როგორც ექსპორტი, ასევე, იმპორტიც საგრძნობლად შემცირდა. ექსპორტის $71.5 მილიონით (-22%) შემცირდა და ის გასული თვის განმავლობაში $251.9 მილიონ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა გასული თვის განმავლობაში $655 მილიონი იყო, ეს კი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $100,9 მილიონი დოლარით, ანუ 13.24%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება მთლიანად პირველი კვარტლის მაჩვენებლებს, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  $2.77 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1.99 მილიარდი დოლარი (1.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური ანგარიში 2020 წლის 21 აპრილს გამოქვეყნდება, შესაბამისად ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რომელი საქონლის იმპორტის კლებამ გამოიწვია მთლიანად ექსპორტის შემცირება. ასევე ცნობილი გახდება თუ რა პროდუქციის ექსპორტი შემცირდა გასული თვის განმავლობაში.