მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოში ფულადი გზავნილები 9%-ით შემცირდა

5e96b5ee3f711
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.20 11:15
940
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემცირების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკია.

შემცირება ყველაზე მკვეთრი იყო რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც მარტში 25.39 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით ნაკლებია. იტალიიდან კი გზავნილების მოცულობა 8.66%-ით შემცირდა.

სულ გზავნილები ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

1 რუსეთის ფედერაცია - 25.39 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -28.32% ;
2 იტალია - 17.31 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -8.66% ;
3 საბერძნეთი - 16.24 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.81% ;
4 აშშ - 15.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.31% ;
5 ისრაელი - 11.78 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -10.22% ;
6 თურქეთი - 8.27 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -0.14% ;
7 გერმანია - 4.94 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.37% ;
8 უკრაინა - 3.61 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16.21% ;
9 ესპანეთი - 3.15 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -18.56% ;
10 აზერბაიჯანი - 2.38 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.38% ;
11 პოლონეთი - 2.08 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.56% ;
12 საფრანგეთი - 1.67 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -18.75% ;
13 გაერთიანებული სამეფო - 1.54 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.67% ;
14 ყაზახეთი - 1.22 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -0.98% ;
15 კვიპროსი - 1.08 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 3.13% ;
16 კანადა - 1.01 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -6.55% .

2020 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.4 მლნ აშშ დოლარი (62.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მარტის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.