მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 58.6%-ით შემცირდა

5ea14708dabfa
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.20 11:53
1062
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარტის თვის განმავლობაში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში 209,000 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წელთან შედარებით 58.6%-თ ნაკლებია. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში 68%-ით შემცირდა საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, სახმელეთო გზით კი შემცირება 55% იყო.

მარტის განმავლობაში სასაზღვრო რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა, რის გამოც აპრილის თვის ტურიზმის მაჩვენებლები ფაქტობრივად 0-თან ახლოს შეიძლება იყოს. ამასთანავე, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ქვეყანაში მოქმედი სასტუმროების საქმიანობაც თითქმის შეჩერებულია და ისინი მხოლოდ კარანტინში მყოფ პირებს ემსახურებიან. 

სტატისტიკის მიხედვით, მარტის განმავლობაში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს. სრული რეიტინგი და შემცირების მაჩვენებლები ასეთია:

1 აზერბაიჯანი - 43 437 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -62,9% ;
2 თურქეთი - 41 121 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -45,4% ;
3 რუსეთი - 32 981 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -66,5% ;
4 სომხეთი - 32 798 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -61,1% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 19 410 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -49,5% ;
6 უკრაინა - 7 805 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -40,3% ;
7 ისრაელი - 3 620 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -65,9% ;
8 პოლონეთი - 2 502 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -9,6% ;
9 ყაზახეთი - 1 810 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -62,5% ;
10 ბელარუსი - 1 685 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -40,5% ;
11 გერმანია - 1 666 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -45,7% ;
12 ინდოეთი - 1 336 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -74,7% ;
13 აშშ - 1 117 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -51,0% ;
14 გაერთიანებული სამეფო - 1 117 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -42,5% ;
15 ლიტვა - 1 096 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -18,0%.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის სტატისტიკას მაისში გამოაქვეყნებს.