მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში, სასტუმროების სამომავლო დატვირთულობით თბილისი ლიდერობს - TBC Capital

605ded7b14db7
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.21 21:50
828
„თიბისი კაპიტალის“ ეკონომიკის აღდგენის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, მარტში სასტუმროების სამომავლო დატვირთულობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, სასტუმროების სამომავლო დატვირთულობით თბილისი ლიდერობს.

კერძოდ, 22 მარტს გამოკითხული 50-ზე მეტნომრიანი სასტუმროების  სამომავლო დატვირთულობამ თბილისში - 21%, კახეთში - 16%, სხვა რეგიონებში - 16%, ხოლო ზღვისპირა სასტუმროებში - 15% შეადგინა.

მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა უქმეების დატვირთულობაც.