მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში სებ-მა ბაზრიდან რეკორდული თანხა - $220 მილიონი შეისყიდა

644f6caf17790
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.23 11:35
1849
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის მარტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $219.6 მილიონი შეისყიდა, რაც რეკორდულად დიდი მოცულობის სავალუტო ინტერვენციაა. მთლიანად წლის პირველ კვარტალში სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვების ზომა 460.5 მილიონი დოლარი იყო. 

ამავე პერიოდში ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ჰქონდა. პირველი იანვრიდან 31 მარტის მონაკვეთში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 5.5%-ით გამყარდა.

სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა - 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა $700 მილიონზე მეტად გაიზარდა.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან. 

გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის მეშვეობით, 578 მილიონი დოლარი შეისყიდა.