მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში თბილისში Airbnb-ის ბაზარი თითქმის სრულად აღდგა - Galt&Taggart

625ed04c44d78
მარიამ ვარადაშვილი
19.04.22 23:20
993
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში თბილისში Airbnb-ის მოთხოვნამ პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შედეგად მკვეთრად გაიზარდა დატვირთულობაც (81% მედიანური უძრავი ქონებისთვის) და ფასებიც (36 აშშ დოლარი ღამეში საშუალო ქონებისთვის). ასევე წლიურად 14%-ით გაიზარდა იჯარა გრძელვადიანი გაქირავების ბაზარზე.

Airbnb-ზე მოთხოვნა ასევე მკვეთრად გაიზარდა ბათუმშიც. 2022 წლის მარტში იჯარაზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა (2019 წლის მარტის დონის 405%) წინა თვესთან შედარებით, როცა აღდგენა 228% იყო.

სასტუმროებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა არც თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში და არც ბათუმში. ორგანიზაციის შეფასებით, Airbnb-ისა და სასტუმროების ბაზრების აღდგენის ასეთი კონტრასტული განსხვავება მიგრანტებისა და ტურისტების განსხვავებული მოთხოვნებით იხსნება.

კერძოდ, Galt&Taggart-ის თანახმად, მიგრანტები თბილისში/ბათუმში დიდი ხნით დარჩენას აპირებენ. ამიტომ, ისინი სასტუმროებთან შედარებით უფრო იაფიან ვარიანტებს ეძებენ და ზოგჯერ გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების დადებას ირჩევენ Airbnb-ის გამქირავებლებთან.