07.აპრილი .2021 20:37

მარტში ვიზიტორთა რიცხვი 75%-ით შემცირდა - TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ჩამოვიდნენ

მარტში ვიზიტორთა რიცხვი 75%-ით შემცირდა - TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ჩამოვიდნენ
views 501
უკან

2021 წლის მარტში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 75%-ით შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ უცხოეთის 57, 728 მოქალაქე იმყოფებოდა. რაოდენობრივად შემცირება 175,000-ს შეადგენს. წინა თვეებში ტურიზმის კლება საშუალოდ 90-95% იყო, თუმცა მარტში კლება 75%-მდე შემცირდა რისი მიზეზიც არის ის, რომ გასული წლის მარტში COVID-19-ის შეზღუდვები უკვე ძალაში იყო და ტურისტების რაოდენობა მცირდებოდა. 

2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (73%) სახმელეთო გზით შემოვიდა.

TOP-15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2021 წლის მარტში განხორციელდა ვიზიტები:

1 თურქეთი - 20 237 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -50,8% ;
2 საქართველო (არარეზიდენტი) - 7 241 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -62,7% ;
3 სომხეთი - 5 656 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -82,8% ;
4 რუსეთი - 4 703 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,7% ;
5 აზერბაიჯანი - 4 226 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,3% ;
6 უკრაინა - 3 115 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -60,1% ;
7 უზბეკეთი - 1 873 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 73,7% ;
8 ყაზახეთი - 1 016 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -43,9% ;
9 ირანი - 841 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 109,2% ;
10 ბელარუსი - 759 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -55,0% ;
11 ტაჯიკეთი - 531 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 26,7% ;
12 ისრაელი - 530 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,4% ;
13 გერმანია - 409 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -75,5% ;
14 აშშ - 404 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -63,8% ;
15 საფრანგეთი - 322 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -58,7%.

ვიზიტორებს შორის 49 106, ანუ 88% კაცი იყო, ხოლო ქალების რაოდენობამ 12%, ანუ 6 801 შეადგინა. მაღალი ალბათობით თებერვალში ვიზიტორების უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზებით იმყოფებოდა, როგორიც ტრაილერებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვაა. 

2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას წარმოადგენს. ვიზიტორების დიდი ნაწილი 2020 წლის პირველ კვარტალში "ლოქდაუნამდე" შემოვიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა