მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტთან შედარებით აპრილში ევროკავშირში უმუშევრობა 0.2%-ით გაიზარდა

5ed7b7767c87e
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.20 20:20
923
მარტის თვესთან შედარებით, აპრილში ევროკავშირსა და ევროზონაში უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

Eurostat-ის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე აპრილის მონაცემებით 6.6%-ზეა, ხოლო ევროზონაში 7.3%-ზე. ორივე შემთხვევაში, წინა თვესთან მატება 0.2%-ს შეადგენს.

უმუშევრობისა დონისა და მასობრივი გაბანკროტების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ უკვე 2 ტრილიონი ევრო დახარჯეს. ამასთან, ევროკავშირი წევრი ქვეყნების მთავრობებს დაეხმარება იმათი კონპენსაციების დაფინანსებაში, ვისაც შემცირებული სამუშაო საათების გამო შემოსავალი მოაკლდა.

თავის მხრივ, ევროპის ცენტრალური ბანკი კრიზისის შესარბილებლად 1 ტრილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.