მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობას იღებენ და ტარებას შემდეგ სწავლობენ - გელა კვაშილავა

61a21040bf461
ლიკა გურაბანიძე
27.11.21 19:10
765

“მართვის მოწმობას იღებენ და ტარებას შემდეგ სწავლობენ,” - ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა გელა კვაშილავამ #BMGDRIVE განაცხდა.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო შსს-ს ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.

როგორც კვაშილავა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მათ შორის ავტოსკოლების სფეროსაც მოაწესრიგებს.   

 

“ასეთი სისტემა არ უნდა გვქონდეს. ავტოსკოლების სისტემა მოუწესრიგებელია. პრაქტიკულად მოსწავლეები მხოლოდ თეორიულად სწავლობენ, რაც უნდა შეიცვალოს. გინდა არ გინდა, როცა მძღოლი ხდები ეს ერთგვარი სტრესია. ყურადღება ბევრ რაღაცას უნდა მიაქციო, პრაქტიკული თვალსაზრისით გამოცდილებას მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სულ სხვა სამყაროში ხვდები ახალი გამოწვევებით. 

 

კვალიფიკაციის დონე ავტოსკოლებმაც უნდა გაზარდონ, მძღოლებიც უფრო მეტად მოემზადებიან რეალური გამოცდისთვის. გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებასთან დაკავშირებით კორუფციის რისკი არ არსებობს, რადგან სპეციალური კამერიანი მანქანები იქნება, რომლის შეძენაში 10 მლნ უკვე დაიხარჯა. ეს ნაბიჯი საბოლოო ჯამში ავტოსკოლების დახვეწას უზრუნველყოფს” - განმარტა კვაშილავამ.