მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება - რა გამოწვევებია?

625eda7a0fc9d
მარიამ ადამია
24.04.22 19:00
1814
ხვალიდან, მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება. ეს პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებს ეხება, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეგულაცია სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.

რა როლს ითამაშებს მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება საგზაო უსაფრთხოების კუთხით? - BMG-მ ეს კითხვა ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორ ირაკლი იზორიას დაუსვა, რომლის შეფასებით, მართვის მოწმობის საგამოცდო პირობების შეცვლა/გაუმჯობესება ქვეყანაში უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ირაკლი იზორია ყურადღებას ამახვილებზე იმაზეც, რომ მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივის მოთხოვნაა და ის 2018 წლამდე უნდა დანერგილიყო ქვეყანაში. ამასთან, მისი თქმით, პარალელურად, რიგი პრობლემებიც იკვეთება.

"სად ან ვინ უნდა ასწავლოს ამ ადამიანებს მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო მასალა ან პრაქტიკული ნაწილი, ეს გაუგებარია. საქართველოში ძალიან ბევრი ავტოსკოლაა, სადაც 2-3 დღეში კოდირებისა და დაზეპირების გზით გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული მასალის დამუშავება ხდება, რაც რეალურ პირობებში გადატანისას აღარ ადგებათ, ამიტომაც გვჭირდება კვალიფიციური ინსტრუქტორები, ავტოსკოლები, რომლებიც იქნება ავტორიზებული. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა და აქტიურობა“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ, დაახლოებით, 8 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და დირექტივის იმპლემენტაციის დროს აუცილებელი გახდა ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა ანუ ავტომობილების სპეციალური სენსორებით, ვიდეოკამერებით, რადარებით აღიჭურვა. ასევე საჭირო გახდა გზის მოწესრიგება იმ 12 ქალაქში, სადაც რეალურ პირობებში მოხდება გამოცდის ჩაბარება, თუმცა მაინც დღევანდელი მდგომარეობით, ტექნიკური დეტალები ვერ მოგვარდა და მაგალითად, შესაბამისი და საჭირო პირობები მხოლოდ 10 ქალაქშია მოწყობილი.